საბავშვო ლექსები და მოთხრობები


9 комментариев:

  1. ლადო ასათიანის უკვდავი ლექსი " საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე"....


    საქართველოში იბადებოდნენ
    და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
    ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
    ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

    თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
    ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
    ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
    გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

    საქართველოში როცა კვდებოდნენ,
    უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
    ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
    ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

    ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
    ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
    ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
    მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

    რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
    სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
    და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
    როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

    1939 - ლადო ასათიანი

    ОтветитьУдалить
  2. Deda / დედა


    ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
    მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
    დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
    ვით უკდავება, დედა ერთია,
    და ქვეყანაზე ომის დაწყება
    ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
    ახალს ლანდივით შორდება ძველი,
    ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
    არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
    სილამაზე და დედა ერთია.
    დედა ერთია ვით სინანული,
    ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
    სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
    მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
    დედამ დათესა ეგ სილამაზე,
    დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
    ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
    მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია

    ОтветитьУдалить
  3. შენით თენდება, შენით ღამდება,
    ჩემო ძვირფასო დედა!
    გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
    მე თუ ვაქციე ცრემლად

    დედა შვილისთვის ყველაფერია,
    შვილი დედისთვის-სევდა,
    ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
    განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

    გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
    თვალ-სევდიანი რომ ხარ,
    შეცდომებს აღარ გავიმეორებ
    თუკი მეორედ მოვალ.

    უცებ ბავშვივით გადავიქცევი
    როცა მომაპყრობ მზერას,
    წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
    ბავშვის თვალებით ვხედავ.

    იმედიანი დღე ხვალინდელი
    ვინ გამითენოს ნეტავ?
    ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
    მაღლა-ღმერთი, აქ-დედა

    ОтветитьУдалить
  4. დედის თბილ ხელებს!...
    "ია ამოდის დედის ცრემლზე..."გამიგონია,
    შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,
    დედის კალთაში თავჩადებულს არ გეშინია,
    თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ...
    როგორც სანთელი ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...
    ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,
    რამდენი რამე გვიგროვდება სულში სათქმელი
    და სულ გვგონია, რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც...
    ია ამოდის დედის ცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,
    დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება,
    "მოგიკვდეს დედა..."ამას სხვაგან არსად ამბობენ,
    გვგონია დედა არ დაგვტოვებს, სულ გვეყოლება?!
    და თუ დაგვტოვა, ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,
    დიდი ბავშვები ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში,
    მოვასწროთ ყველამ, დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,
    ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მის ჭაღარაში!

    "ია ამოდის დედის ცრემლზე..." გამიგონია...

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ხომ ვერ მეტყვით ვინაა ავტორი ამ ლექსის?

      Удалить
  5. დედაზე ტკბილი და საყვარელი (ლექსი დედაზე - leqsi dedaze)

    დედაზე ტკბილი და საყვარელი

    დედაზე ტკბილი და საყვარელი,

    ხომ არც არსებობს, არც არსებულა.

    დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,

    არც ითქმება და არც ადრე თქმულა.

    დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის

    სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც

    და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,

    სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.

    დედა,ეს არის ისეთი ძალა,

    კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,

    მას ყველაფერი დაეჯერება

    მშობელი დედა რომ დაიფიცოს.

    ”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”

    ასე ამბობენ,ასე მღერიან,

    ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,

    დედას სიკვდილი არ უწერია.

    ОтветитьУдалить
  6. ჯანსუღ ჩარკვიანი
    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

    მაგ ერთი მუჭა ხალხიდან –
    გმირი და გმირი უთვლელი,
    მარტო ილია რად ღირდა,
    რად ღირდა დიდი რუსთველი.

    დიდი ხარ, სანატრელი ხარ,
    ხმალჩაუგები გმირი ხარ,
    მზე ჩნდება, სადაც მღერიხარ,
    ზღვა ჩნდება, სადაც ტირიხარ.

    ОтветитьУдалить
  7. მე ქართველი ვარ
    მე ქართველი ვარ სისხლით
    და ქართველი ვარ გვარად;
    მე ქართველი ვარ სიტყვით
    და ვარ ქართველი მარად!

    მე მაქვს უფლება სისხლით –
    რისხვით ვიცავდე მამათ!
    მე მაქვს უფლება სიბრძნით –
    სიმწრით ვკიცხავდე ღალატს!

    ОтветитьУдалить