გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა -I

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანული ბუხრიკიძე

პირადი ნომერი: 57001031384

საგანი: მათემატიკა

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური - I/ა კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 23 მოსწავლე. (კლასში სსსმ მოსწავლე არ არის)

გაკვეთილის თემა: რიცხვი 16-ის შედგენილობა

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:

რაოდენობების დაკავშირება რიცხვ16-თან და მის სახელწოდებასთან;
16-ის შესაბამისი საგანთა რაოდენობის ხუთეულებად დაშლა და შესაბამისი გამოსახულების ჩაწერა;
16-ის დაშლა ორი შესაკრების ჯამის სახით;
 

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

      გაკვეთილის თემა და მიზნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს (მათ. I.1. მათ. I.2. მათ. I.3. ) , სასწავლო წლის ამ პერიოდისათვის მოსწავლეებს შეუძლიათ რიცხვების ცნობა/ჩაწერა 16-ის ფარგალში, ,ამავე დროს მიმატება-გამოკლება 15-ის ფარგალში, პირდაპირი  და უკუთვლა, ასახელებენ წინა და მომდევნო რიცხვებს. გამოყოფენ ათეულებსა და ერთეულებს.
      ამრიგად, მიზანი და თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან და მოსწავლეებს აქვთ სათანადო წინარე ცოდნა ახალი მასალის ასათვისებლად.
N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის თემის/ მიზნის გაცნობა და შეფასების კრიტერიუმების გახსენება.

აქტივობის აღწერა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას და მოსწავლეთა დახმარებით ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზანს, გაახსენებს შეფასების რუბრიკას.


მასწავლებლის პრეზენტაცია, მოსწავლეთა ვარაუდები მიზანთან დაკავშირებით
საერთო  საკლასო
ჟურნალი, ფორმატზე გამზადებული თემა და მიზანი, შეფასების რუბრიკა.(თვალსაჩინოების მიზნით)
3 წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება-
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,  მოსწავლეებმა გაიხსენონ წინარე ცოდნა და დააკავშირონ იგი ახალი მასალის ათვისებასთან.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები ეწყობიან წრეზე, ითვლიან ხელის ხელზე დადებით ჯერ პირდაპირ 16-მდე და შემდეგ უკან, იწყებს მასწავლებელი. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ამოიღონ რიცხვთა ყუთიდან  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  ბარათები, რომელზეც წერია რიცხვები, დაბრუნდნენ ადგილებზე წრეში,  დაელოდნენ მასწავლებლის მინიშნებებს, მასწავლებელი აძლევს დავალებებს:  10-ზე მეტმა რიცხვებმა თავზე დაიდონ ხელი; 9-ზე ნაკლებმა რიცხვებმა გაიღიმონ და ა. შ.
თითოეული დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ ცერების გამოყენებით განმავითარებელ შეფასებას, მასწავლებელი უწევს ფასილიტაციას.

დიდაქტიკური თამაში
საერთო-საკლასო
რიცხვების ყუთი, რომელშიც არის ბარათზე დაწერილი რიცხვები, (თვალსაჩინოებისათვის და რაოდენობის რიცხვებთან დასაკავშირებლად)
8 წთ
3
რაოდენობების და რიცხვების შესაბამისობა-აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ რაოდენობების დაკავშირება შესაბამის რიცხვთან (16-თექვსმეტი) და სახელწოდებასთან.
აქტივობის აღწერა:
დაფაზე წინასწარ არის გამზადებული საგანთა გროვები, რიცხვი 16 და რიცხვთა სახელწოდებების ჩანაწერები. მოსწავლე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით(გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით)გამოდის დაფასთან და შესაბამის გროვას აერთებს წირით რიცხვთან და მის სახელწოდებასთან.

მოსწავლეები აკეთებენ ცერების გამოყენებით განმავითარებელ შეფასებას, მასწავლებელი უწევს ფასილიტაციას.


დემონსტრირება
საერთო-საკლასო
დაფა, ცარცი, ფორმატზე წინასწარ გამზადებული გროვები.(რაოდენობის დასაკავშირებლად რიცხვთან და მის სახელწოდებასთან)
3 წთ
4
რაოდენობების დაშლა ხუთეულებად--
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს საგანთა რაოდენობიდან ხუთეულების გამოყოფა და შესაბამისი გამოსახულების ჩაწერა.
აქტივობის აღწერა:
წინა აქტივობისას 16-თან დაკავშირებული საგანთა გროვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოსულმა მოსწავლემ უნდა დაყოს ხუთეულებად. მეორე მოსწავლემ უნდა ჩაწეროს მიღებული გროვებსა და დარჩენილ ზედმეტ საგანზე  დაყრდნობით შესაბამისი გამოსახულება.

მოსწავლეები აფასებენ მეგობარს ცერების გამოყენებით, საჭიროებისამებრ აძლევენ  განმავითარებელ შეფასებას, მასწავლებელი უწევს ფასილიტაციას.

წუთშესვენება

დემონსტრირება-სწავლა კეთებით
საერთო-საკლასო
მარკერი, ფლიფჩარტზე გამზადებული საგანთა გროვა, ცარცი, დაფა.(გროვები ხუთეულებად დასაყოფად და შესაბამისი გამოსახულების ჩასაწერად)
3 წთ





























1 წთ
5

თამაში-,,ხიდობანა“
აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს 16-ის წარდგენა ორი შესაკრების ჯამის სახით და შესაბამისი მაგალითის ჩაწერა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს უკვე აქვთ წინა აქტივობის დროს არჩეული ბარათები რიცხვები წარწერით, მათ თავიანთ რიცხვებზე დაკვირვებით უნდა იპოვონ მეწყვილე, რომლის  ბარათზე დაწერილი რიცხვი მის რიცხვთან ჯამში მისცემს 16-ს, დაწყვილებული ბავშვები გაივლიან ხიდის ქვეშ და დაფაზე დაწერილ 16-ის ირგვლივ წერენ შესაბამისს მაგალითს, გაუზიარებენ მეგობრებს. ხიდის ქვეშ ვერ გაივლის წყვილი, რომელთა რიცხვთა ჯამი არ იქნება 16..

მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით წყვილებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას საჭიროებისამებრ.
დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე.
საერთო-საკლასო, წყვილები.
ბარათზე გამზადებული რიცხვები (მეწყვილის მოსაძებნად და შესრულებული სამუშაოს გასაზიარებლად)
15 წთ
6
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება-
აქტივობის მიზანია:
გაკვეთილის შეფასება და შეჯამება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი შეკითხვებით შეაჯამებს გაკვეთილს. ხდება მოსწავლეთა შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.

კითხვა-პასუხი
საერთო-საკლასო
შეფასების რუბრიკა
2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
Ø  კითხულობს და წერს რიცხვებს;
Ø  გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგალითად, გამოყოფს სამეულს, ხუთეულს, ათეულს გროვაში).

მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრითი რიცხვითი სახელების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს;
Ø  საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული საგნის რიგს; მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიცებზე განათავსებს საგნებს;
Ø  იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს მოვლენათა ან ქმედებათა თანმიმდევრობის აღწერისას;
Ø  ადევატურად იყენებს ნულს და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს შესაბამის სიტუაციებში;
Ø  განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20-ის ფარგლებში.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას;
ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრებას.



შეფასება: განმავითარებელი

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები


აქტიურადაა ჩართული საკლასო აქტივობებში


16-ის შესაბამისი საგანთა რაოდენობის ხუთეულებად დაშლა და შესაბამისი გამოსახულების ჩაწერა


შლის 16-ს ორ შესაკრებად და წერს შესაბამისს მაგალითს





ხელმოწერა:


თარიღი:  05.04.2019






გაკვეთილის გეგმა-
II

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანული ბუხრიკიძე

პირადი ნომერი: 57001031384

საგანი: მათემატიკა

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური-I/ა კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა1:23 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის

გაკვეთილის თემა: რიცხვი 17-ის გაცნობა

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
რიცხვი ჩვიდმეტის ჩაწერა/წაკითხვა;
რაოდენობების დაკავშირება რიცხვ17-თან და მის სახელწოდებასთან;
17-ის შესაბამისი საგანთა რაოდენობის ათეულად და ერთეულად დაშლა და შესაბამისი გამოსახულების ჩაწერა;
პრაქტიკული სამუშაოს შესრულება 17-ის,როგორც რიცხვის წარმოსადგენად,17-მდე თვლაში გაწაფვისათვის.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:



      გაკვეთილის თემა და მიზნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს (მათ. I.1. მათ. I.2. მათ. I.3. ) , სასწავლო წლის ამ პერიოდისათვის მოსწავლეებს შეუძლიათ რიცხვების ცნობა/ჩაწერა 16-ის ჩათვლით, ,ამავე დროს მიმატება-გამოკლება 16-ის ფარგალში, პირდაპირი  და უკუთვლა, ასახელებენ წინა და მომდევნო რიცხვებს. გამოყოფენ ათეულებსა და ერთეულებს.
      ამრიგად, მიზანი და თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან და მოსწავლეებს აქვთ სათანადო წინარე ცოდნა ახალი მასალის ასათვისებლად.



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები-

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის თემის/ მიზნის გაცნობა და შეფასების კრიტერიუმების გახსენება.
აქტივობის აღწერა:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას და მოსწავლეთა დახმარებით ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზანს, გაახსენებს შეფასების რუბრიკას.


მასწავლებლის პრეზენტაცია, მოსწავლეთა ვარაუდები მიზანთან დაკავშირებით
საერთო-საკლასო
ფლიპჩარტზე გამზადებული თემა /მიზნები, შეფასების რუბრიკა.
(თვალსაჩინოებისათვის)
2 წთ
2
ვიპოვოთ წინა და მომდევნო რიცხვები-
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება და ახალ მასალასთან დაკავშირება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წყვილებში ბარათებს, რომელზეც წერია რიცხვი და მოსწავლეებმა უნდა მიუწერონ ამ რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვი, შესრულებულ დავალებას წყვილები აკრავენ დაფაზე თვალსაჩინოდ და კითხულობენ. დანარჩენი მოსწავლეები აფასებენ დავალების სისწორეს ცერების გამოყენებით, მასწავლებელი ასრულებს  ფასილიტატორის ფუნქციას.

დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე
წყვილებში მუშაობა
წინასწარ გამზადებული ბარათები რიცხვებით(დავალების ადვილად შესასრულებლად და თვალსაჩინოდ  აღსაქმნელად)
5 წთ
3
დავეხმაროთ რიცხვ 16-ს მეგობრების (მეზობელი რიცხვების) პოვნაში.17-ის მიღება წინარე ცოდნის გამოყენებით-
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახალი მასალის დაშენება.
აქტივობის აღწერა:
დაფაზე გამზადებულია რიცხვი 16,რომელსაც მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს(წინა რიცხვი) გონებრივი იერიშით და ღიმილაკების გამოყენებით მოსწავლეები(შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით) ადგენენ  მომდევნო რიცხვის(მეორე მეგობრის) პოვნის დემონსტრირებას, შემდეგ ადგენენ მაგალითს და ასახელებენ 16-ის მომდევნო რიცხვს 17-ს. ,ადარებენ ერთმანეთს 16 და 17-ს. მიღებული ღიმილაკთა გროვიდან გამოყოფენ ათეულს და ერთეულს, წერენ შესაბამისს მაგალითს.
მოსწავლეები აფასებენ მეგობრების შესრულებულ სამუშაოს, საჭიროებისამებრ აძლევენ სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას, მასწავლებელი უწევს ფასილიტაციას.

წუთშესვენება-
გონებრივი იერიში.
კვლევა-ძიება
დემონსტრირება

საერთო-საკლასო
რიცხვი 15,16,17-ის ბარათები, ღიმილაკები, დაფა,  ცარცი. დიახ/არა ბარათები.(პრობლემის თვალსაჩინოდ გადაჭრისათვის)
10 წთ





































1 წთ
4
რაოდენობების დაკავშირება რიცხ 17-თან-
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ჯგუფებში გამოიყენონ ურთიერთსწავლების მეთოდი და თანამშრომლობითი უნარის გამოყენებით შეასრულონ დავალება
-რაოდენობები შეუსაბამონ რიცხვ 17-ს,გაიწაფონ 17-მდე თვლაში.
აქტივობის აღწერა;
კლასი დაყოფილია ჯგუფებად. ყუთში არის 5 ფერის(თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე) ფურცელი. თითოეული ჯგუფის ერთი წევრი  თვალდახუჭული იღებს ფურცელს და მასწავლებელი აძლევს მის ჯგუფს ამ ფერის შესაბამისს დავალებას და  აძლევს შესაბამის ინსტრუქციას დავალების შესასრულებლად.
I
ჯგუფი-(თეთრი)მიეცემათ ორი ფერის მანიპულატივები(კუბები),ერთი ფერით შეერთებულია რამდენიმე კუბი და მეორე ფერის კუბებით უნდა შეავსონ რაოდენობა 17-მდე,ისე რომ გამოყონ ათეული და ერთეული;
IIჯგუფი-(წითელი) აქვთ ყუთი და ჭიამაიები, რომლებსაც სხვადასხვა რაოდენობის წერტილები აქვთ, ყუთში მხოლოდ ის ჭიამაიები უნდა ჩაალაგონ, რომელსაც 17 წერტილი აქვს.
IIIჯგუფი-(ყვითელი)ეძლევათ ყვავილის გული, გულში აწერია 17 და გარშემო უნდა დააწებონ 17 გვირგვინის ფურცელი,
IVჯგუფი-(ლურჯი)ეძლევათ მარტივი ცხრილი.















სხვა ფერის მარკერით უნდა შეავსონ წერტილები 17-მდე
Vჯგუფი-(მწვანე)რიცხვით კიბეზე ჩაწერონ გამოტოვებული რიცხვები სხვა ფერის მარკერით.
ჯგუფები წარმოადგენენ  შესრულებულ დავალებებს, სხვა ჯგუფები დიახ/არა ბარათებით აფასებენ მეგობრებს, მასწავლებელი უწევს ფასილიტაციას.
კეთებით სწავლება,
პრეზენტაცია.
ჯგუფური მუშაობა
ფერადი ფურცლები,  მანიპულატივები, მარტივი ცხრილი, მარკერები, ყვავილის სურათი, გვირგვინის ფურცლები, რიცხვითი ღერძი, ქაღალდის ჭიამაიები, წებოვანი ,მარკერი.(ჯგუფური მუშაობის ეფექტურად წარმატებისთვის).დიახ/არა ბარათები
15 წთ
5
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება-
აქტივობის მიზანი:
გაკვეთილის შეფასება და შეჯამება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი შეკითხვებით და შეფასების პირამიდის გამოყენებით შეაჯამებს გაკვეთილს. ხდება მოსწავლეთა შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.

კითხვა-პასუხი
საერთო-საკლასო
შეფასების რუბრიკა, შეფასების პირამიდა.
2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
Ø  კითხულობს და წერს რიცხვებს;
Ø  გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგალითად, გამოყოფს სამეულს, ხუთეულს, ათეულს გროვაში).

მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს;
Ø  საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული საგნის რიგს; მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიცებზე განათავსებს საგნებს;
Ø  იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს მოვლენათა ან ქმედებათა თანმიმდევრობის აღწერისას;
Ø  ადევატურად იყენებს ნულს და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს შესაბამის სიტუაციებში;
Ø  განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20-ის ფარგლებში.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას;
ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრებას.

შეფასება: განმავითარებელი

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები


შეუძლია რიცხვი 17-ის წაკითხვა/ჩაწერა


შეუძლია 17-ის დაშლა ათეულად და ერთეულად


საგანთა რაოდენობებს უკავშირებს რაოდენობით რიცხვით სახელს 17-ს


თანამშრომლობს მეგობრებთან და აქტიურადაა ჩართული სასწავლო აქტივობებში








შეფასების პირამიდა



ხელმოწერა:


თარიღი: 08.04.2019


                                                                                      გაკვეთილის გეგმა-III

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანული ბუხრიკიძე

პირადი ნომერი: 57001031384

საგანი: მათემატიკა

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური-I/ა კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა : 23 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის

გაკვეთილის თემა: რიცხვი 17-ის შედგენილობა

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:



      გაკვეთილის თემა და მიზნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს (მათ. I.1. მათ. I.2. მათ. I.3. ) , სასწავლო წლის ამ პერიოდისათვის მოსწავლეებს შეუძლიათ რიცხვების ცნობა/ჩაწერა 17-ის ჩათვლით, ამავე დროს მიმატება-გამოკლება 16-ის ფარგალში, პირდაპირი  და უკუთვლა, ასახელებენ წინა და მომდევნო რიცხვებს. გამოყოფენ ათეულებსა და ერთეულებს.
      ამრიგად, მიზანი და თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან და მოსწავლეებს აქვთ სათანადო წინარე ცოდნა ახალი მასალის ასათვისებლად.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები-
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის თემის/ მიზნის გაცნობა და შეფასების კრიტერიუმების გახსენება.
აქტივობის აღწერა:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას და მოსწავლეთა დახმარებით ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზანს, გაახსენებს შეფასების რუბრიკას.


მასწავლებლის პრეზენტაცია, მოსწავლეთა ვარაუდები მიზანთან დაკავშირებით
საერთო-საკლასო
ფლიპჩარტზე გამზადებული გაკვეთილის თემა /მიზნები, შეფასების რუბრიკა.
(თვალსაჩინოებისათვის)
2 წთ
2
თამაში ,,ფოსტალიონი“-
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება-შეკრება გამოკლების მაგალითების შედეგების რიცხვებთან დაკავშირება და ახალ მასალასთან საჭირო ბმის გაკეთება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს პატარა კონვერტებით ურიგებს მაგალითებს და უთითებს რომ წერილი იმ ნომერ სახლში  მიიტანონ რა რიცხვსაც მიიღებენ მაგალითის ამოხსნისას, პირობითად სახლები თავისი ნომრებით წინასწარაა გაკრული საკლასო ოთახში(სახლები დანომრილია 1-დან 16-ის ჩათვლით)
სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას და მასწავლებლის ფასილიტაციით მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ არ გვაქვს სახლი ნომრით 17

თამაშით სწავლება
საერთო-საკლასო
წინასწარ გამზადებული კონვერტები მაგალითებიანი  ბარათებით, სახლების ნახატები ნომრებით(1-დან 16-ის ჩათვლით)
(კონვერტები მაგალითებით ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, რადგან ფარულად  მიღებული დავალება მათთვის უფრო მიმზიდველი იქნება.)
7 წთ
3
,,ავაშენოთ სახლი #17-
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახალი მასალის დაშენება
,კერძოდ მოახდინოს 17-ის შედგენილობის დემონსტრირება
აქტივობის აღწერა:
წინა აქტივობის შედეგად გამოკვეთილი დაკარგული სახლის აღმოჩენისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ,,ჯადოსნურ ყუთს“ , სთხოვს გახსნან და წაიკითხონ მასში არსებული წერილი,
რომელშიც არის მინიშნებები (გოგონებისთვის-,,ეძებე დაფის მარჯვნივ“ და ბიჭებისთვის-მუსიკალური ინსტრუმენტი) მოსწავლეები იწყებენ ძებნას. სახლის #17-ის სურათის ნახვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სართულები არაა აშენებული, იმისათვის, რომ სახლის სართულები აშენდეს საჭიროა სართულებზე ჩავწეროთ რომელი რიცხვების ჯამისაგან შედგება 17.ამის დასადგენად 17 მოსწავლე გამოდის და ეწყობა ერთ მხარეს. 17-დან ერთი გადამყავს მეორე მხარეს. ბავშვები თვალსაჩინოდ ხედავენ, რომ 17 შედგება 16-ისაგან და 1-ისაგან,15-ისაგან და 2-ისაგან და ასე შემდეგ, დარჩენილი მოსწავლეები ასრულებენ ,,მშენებლების“ ფუნქციას და სახლის სართულებში წერენ შესაბამისს რიცხვებს.
მოსწავლეები აფასებენ მეგობრების შესრულებულ სამუშაოს ცერების გამოყენებით, საჭიროებისამებრ აძლევენ სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას, მასწავლებელი უწევს ფასილიტაციას.


წუთშესვენება-


კეთებით სწავლება.
დემონსტრირება

საერთო-საკლასო
დაფა,  წინასწარ გამზადებული სახლის ნახატი ნომრით 17 ,მარკერები ,,,ჯადოსნური ყუთი“-მინიშნებებით. წებოვანი ქაღალდი,(პრაქტიკულად სამუშაოს შესასრულებლად, რადგან მოსწავლე ადვილად აღიქვამს დემონსტრირებულად გაკეთებულ ქმედებას)
10 წთ






































4
ნახატის მიხედვით მაგალითების ჩაწერა-
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნახატზე მოცემული რაოდენობების მიხედვით მაგალითების შედგენა, რაც ხელს შეუწყობს 17-ის შედგენილობისა და შეკრება-გამოკლების განმტკიცებას 17-ის ფარგალში
აქტივობის აღწერა;
მასწავლებელი წყვილებში ურიგებს ყვავილის ფორმებს, რომლებზეც ნახატით არის წარმოდგენილი მოქმედებები რიცხვებზე, მოსწავლეები აკვირდებიან ნახატს და ურთიერთშეთანხმებით ადგენენ შესაბამისს გამოსახულებას, სამუშაო დროის გასვლის შემდეგ კითხულობენ ჩაწერილ მაგალითს და აკრავენ გაშიშვლებულ ხეზე.
მასწავლებელი აქტივობის ბოლოს აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.


დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე
წყვილებში მუშაობა
ყვავილის გვირგვინები ნახატებით, კალამი, ფლიპჩარტზე დახატული გაშიშვლებული ხე, წებოვანი ქაღალდი.(ვიზუალური აღქმის განმტკიცებისათვის, მუშაობის ეფექტურად წარმატებისთვის).
14 წთ
5
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება-
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეაჯამონ  და შეაფასონ მიღებული ცოდნა.
აქტივობის აღწერა:
ხდება მოსწავლეთა შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
მასწავლებელი შეკითხვებით შეაჯამებს გაკვეთილს. მოსწავლეებს ურიგებს გასასვლელ ბარათებს, რომლებზეც ციფრი ნულია გამოსახული და სთხოვს მოსწავლეებს, რომ მიუხატონ თვალები და გაღიმებული პირი თუ მოეწონათ გაკვეთილი, თუ არა და მაშინ დასვან წერტილები პირის მაგივრად.

კითხვა-პასუხი
საერთო-საკლასო, ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა, გასასვლელი ბარათები.
2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
Ø  კითხულობს და წერს რიცხვებს;
Ø  გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგალითად, გამოყოფს სამეულს, ხუთეულს, ათეულს გროვაში).

მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრითი რიცხვითი სახელების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს;
Ø  საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული საგნის რიგს; მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიცებზე განათავსებს საგნებს;
Ø  იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს მოვლენათა ან ქმედებათა თანმიმდევრობის აღწერისას;
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას;


შეფასება: განმავითარებელი


შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები


შეუძლია რიცხვი 17-ის დაშლა ორი შესაკრების ჯამის სახით


ნახატზე მოცემული რაოდენობების მიხედვით ადგენს მაგალითებს


პრაქტიკულ სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული






ხელმოწერა:


თარიღი: 10.04.2019

Комментариев нет:

Отправить комментарий