ღონისძიებები


           მზე იცინის, გაზაფხულის დარია

სცენა მორთულია საგაზაფხულოდ, ბავშვები ნახევარ წრეზე სხედან. შუაში ჩაცუცქულები არიან ლურჟთვალა ია, ენძელა, გვირილა, მზე, ყაყაჩოები და ვარდი.მუსიკის-
გაზაფხულდა აყვავილდა ნუში-ფონზე იღვიძებენ ნელ-ნელა.


     გეგა-მკაცრმა და ულმობელმა ზამთარმა ფრთები დაკეცა,გაზაფხულდა,მზის სითბო იღვრება დედამიწაზე.ჩიტების ჭიკჭიკში იღვიძებს დილა.

მათე-   გაზაფხული!- ზამთრისაგან დაზაფრული ბუნების გამოღვიძება,გამოცოცხლება და გამშვენიერებაა.
გაზაფხული!-სიცოცხლის საწყისი,ნათელი მზის შუქის ფრქვევა,ქორფა ბალახის ფესვის გაღვიძებაა.

 სანდრო-   გაზაფხული!-მერცხალთა საამური ჭიკჭიკი,ბულბულის სტვენა,შევარდენთა წივილი,ორბების ფრთათა ტყლაშუნი,ბეღურების მხიარული ჟივჟივია.
გაზაფხული!-ტყის საამური შრიალი, კვირტების სკდომა, ხეხილის აყვავილება, ნაყოფის ჩენა, ჩანჩქერთა ხტომაა.

ნიკოლოს ორთოიძე-    გაზაფხული!-ეს ხომ ყანების ბიბინი,ენძელების და ყოჩივარდების ,ფირუსულებისა და ზამბახების ,ბრდღვიალა ყაყაჩოების მოჯარვაა,ათასფრად აყვავებული ვარდების სურნელოვანი ცისარტყელაა.

გიორგი    ძველ რომში გაზაფხულის პირველი თვე ომის ღვთაებას მარსს ეძღვნებოდა.მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან წარმოდგება.მარტის ძველქართული სახელი მირკანია.

შემოდის მარტი-----
     ბარბარე ტაბატაძე
    აქ, ვიღაც ჩემზე საუბრობს?
ცოტა გულფიცხი გახლავართ,
მალ-მალე გამოვიცვლი ზნესა
დღეში სამჯერ ავათოვლებ
სამჯერ გამოვიყვან მზესა

ყოველ ნაყოფს ავაყვავებ
ბროწეულს და ლეღვის მეტსა,
პურები ყველგან კარგი მაქვს
კოხტად გავსხლავ ვენახებსა.



შემოდის აპრილი-ათასფრად მოკაზმული-----ეკამათება მარტს
ლიზი-
ბეჩა,მარტოვ,როგორ ამბობ
რომ შვილი ჰყავს დედაშენსა?
მე ჭამაშიც არ დავისვამ
შენისთანა ჭკუათხელსა!
დღეში ათჯერ გაგიჟდები,
ათჯერ გამოიცვლი ფერსა,
წელიწადში ვერვინ ჰპოვებს
შენისთანა ავგულ თვესა!

გაბრაზებული მარტი გაეკიდება აპრილს და გადიან სცენიდან

ლუკა-მართალია,აპრილმა მარტი არც თუ შესაშურად მოიხსენია.მაგრამ მარტი მაინც მარტია.იგი გაზაფხულის პირველი თვეა.მარტი ბუნების გამოღვიძების,აყვავების,და ამზევების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ზურა-
გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა.
დღე გადიდდადათბამაგრამ
ზამთარს წასვლა ეძნელება.

ნიკოლოზ ნადირაშვილი-
მზე იცინისგრძელი ფუნჯით
მწვანე ფერად ღებავს მინდვრებს.
ჟივჟივებენ ბეღურები –
მალე გამოიამინდებს!


საბა-გაზაფხული მობრძანდება,
რით გვეწვია ,ნეტავ რითა?
ფარფატელა პეპლის ფრთითა,
ყვავილების ნექტარითა!

ყველა----მერცხლის,ოქროს ნისკარტითა
                          მზის და მთვარის დაირითა!

ჩვენ რით დავხვდეთ ,მერე რითა?!
 
  ყველა-------ცეკვითა და სიმღერითა

სიმღერა --
გაზაფხულს არა ჰყავს ბადალი---ანა



ანამარია-აგერ, ნუში ჩვენს ბაღებში,
რომ დგას ასე ობლად,კენტად,
გაზაფხულმა გაცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.

ჰა,მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,
გაახარეს ხალხის გული,
რა კარგია, ყინვის შემდეგ
თვალჟუჟუნა გაზაფხული!

შემოდიან მერცხლები ფარფატით(სამი მერცხალი)


ნიკოლოზ დევაძე-
დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.

ვიკა-მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!

მარიამ ავეტისოვი-
მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.

მარიამ ჩიტაძე
დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურადტია,ტიას!”






მათე-მზემ  თვალები გაახილა, იცინა და იცინა,
ველზე ია შეამჩნია, ია თვალებციმციმა.
ყაყაჩოსაც გაეღიმა, მორცხვად თავი დახარა,
მზე სიცილად დაიღვარა, გაზაფხული გვახარა.

ნიკოლოზ ორთოიძე
ველზე ია ამოვიდა
 მიიხედა, მოიხედა,
მწყურიაო! - ჩუმადა  სთქვა
დაძახება ვერ გაბედა.
 ველში ია ცქრიალებდა,
 კლდეზე წყარო ჩხრიალებდა,
 მთა და ბარში გაზაფხულის 
 უხვი მადლი ტრიალებდა . . .“



1. ია---ლილე
რა  ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგად  შემხედეთ, აბა...
ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი  კაბა.
ბაღში  ვარ, ხელით მატარებს ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და იცით? მე ია მქვია“.
2.ია--ნინი
ია ვარ ლურჯკაბიანი
თქვენს გასახარად მოვდივარ
მორცხვად მოვყვები გაზაფხულს
მე ამ სამყაროს ტოლი ვარ.

ზურა (ბავშვი მიდის იებთან, ეფერება და ეუბნება)
ნუ შეშინდი, ია!
კი არ მოგწყვეტს მზია,
მხოლოდ უნდა გნახოს,
მოგიჯდება ახლოს,
სხვა ბავშვებსაც ეტყვის:
ხელი არვინ გახლოს.

(დამშვიდებული და გახარებული იები თავს იწონებენ)

ანა-ენძელა მქვია სახელად,
სიფრიფანა და ნაზი ვარ
ვრთავ, ვალამაზებ გარემოს
გაზაფხულობით აქ ვზივარ.

ბარბარე ახალკაცი
მე ვარ გვირილა ,ბავშვებო,
თქვენი კეთილი დობილი
თეთრი კაბით და მზის გულით
ვარდობისთვეში შობილი


გეგა-ბავშვებო, ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია.

მარიამ ვეშაპიძე
ყვავილთა დედოფალი ვარ
ვარდია ჩემი სახელი
სილამაზით და სურნელით
დავატკბე ყველა მნახველი


ელენე ლაბაძე
მე მინდვრის დედოფალა ვარ
ყაყაჩო წითლად მბრწყინავი
იცით მე ბავშვობიდანვე
ზრდილი და თბილი ვიყავი.


იქვე ჩაცუცქულია მეორე ყაყაჩო წითელი ქუდით…შემოვარდება ქარი-ნიკოლოზ დევაძე, გაკრავ-გამოკრავს გვერდს ყვავილებს და ქუდს მოსტაცებს ყაყაჩოს,,, დამწუხრებული ყაყაჩო ადგება წელის თრევით და ამბობს:

თამარ-ეს რა დამატყდა თავსაო
ყაყაჩოს მინდვრის ქალსაო
წითელი ქუდი ლამაზი
რატომ წამართვა ქარმაო?!
ვარ თავშიშველი ყანის პირს
ცრემლი მდის საცოდავსაო..

სიმღერა
ჩემი ლამაზი პეპელა-ყველა


ჩემი ლამაზი პეპელა
დაათრო ლურჯმა იამა
მოსწყდა ყვავილს და უმალვე
შორს გაიტაცა ნიავმა
ნიავმა, ნიავმა, ნიავმა
შორს გაიტაცა ნიავმა..

გაფრინდა აღარ მოფრინდა
ნეტავ ვიცოდე სად არის
ვეძებ და ვერსად ვიპოვე
პეპელა მისი სადარი
პეპელა, პეპელა, პეპელა
პეპელა მისი სადარი


სიმღერის ფონზე შემოფარფატდება პეპელა  ანამარია და ცეკვავს ყვავილებთან.

სიმღერის მერე ბიჭები--

დაჯექ, დაჯექ, პეპელავ
მოფრენილო შორიდან
ნუთუ არ დაიღალე
დღეს ამდენი ფრენითა?


 გიორგი-სწორედ ბუნების გამოღვიძებას,გამოცოცხლებას ემთხვევა ,,დედის დღე“.დედა ხომ თვითონაც სიცოცხლის საწყისია.დედის დღე პირველი ყვავილების მოსვლას ემთხვევა,იმიტომ რომ ისიც პირველი ყვავილივით სპეტაკი,სათნო და საყვარელია.

    ნიკოლოზ ნადირაშვილი- დედის დღე გამღვალი წყაროს სიმღერას ემთხვევა,იმიტომ რომ თვითონაც წყაროსავით ანკარა და სიცოცხლის მომღერალია ამქვეყნად.

   ნინი- თურმე გაზაფხული უკვე მოფრენილა
როგორ დაუჩითავს იებს მინდორ-ველი
რაც კი იებია,მხოლოდ შენთვის მინდა,
მხოლოდ შენთვის მინდა ჩემო კარგო დედი!

მერცხალიც სულ მალე,მალე მოფრინდება,
ვარდი გაიშლება,ვაზი აცრემლდება...
შენ კი ისეთი ხარ,ისე ახალგაზრდა,
შენ არ მოგიხდება ,დედი დაბერება!

ლილე-ჭირთა თმენა და დიდი იმედი
დედა სიცოცხლის თვალისჩინია
ვიდრე დედა გყავს ,ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.

სიმღერა--მარი და ელენე-ამოდი,ამოდი.

ანა-დედა!
სიკეთის წყაროა დედა!
დედა ლექსია ალალად თქმული.
დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,
დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.

ბარბარე ახალკაცი-დედა
ვიტყვით და გულში ინათებს,
დედის სახელი მზით ნაქარგია.
დედა -
სინათლე,
დედა -
სიმართლე,
დედა -
ყოველი, რაც კი კარგია!

საბა-დედა! - 
მჩქეფარე გული და თვალი,
ზრუნვით რომ დასცქერს ცხოვრების დუღილს.
მოხუცი დედის ხელები მჭკნარი
შვილს მთელი ქვეყნის სიცოცხლედ უღირს.



ლუკა-ეს ორი სიტყვა
დედა, აკვანი
არის სიმბოლო ერის ბედისა.
დედა ვადიდოთ,
მას ვცეთ თაყვანი,
ეს სადღეგრძელოც იყოს დედისა!


სიმღერა-დედიკოსათვის მინდა-ბიჭები

ნიავო ტოტი დახარე,
იასამანის ხისა.
იასამანი მომეცი,
დედიკოსათვის მინდა.

ვარდო ეკალი დამალე,
ვიცი გამკაწრო გინდა.
ერთი კოკორი მოეცი,
დედიკოსათვის მინდა.

ქარო ღრუბელი გაყარე,
მზე რომ გამოჩნდეს ციდან.
კაშკაშა მზე და იები
დედიკოსათვის მინდა

ნიავო
ტოტი დახარე,
იასამანის ხისა.
ვარდები, მზე და სიცოცხლე,
დედიკოსათვის მინდა.

ელენე-დედა, ვიტყვით და თვალწინ გადაგვეშლება ჩვენი უკვდავი დედაენა, რომელიც დედასავით სათნო და საყვარელია ამქვეყნად.
უამწიგნოდ ვერ აიდგამს ენას ჩვილი,
ვერც ჭაბუკი ინავარდეს მხრებგაშლილი.
.
მას ენდე და კვლავ მიანდე შვილთა ბედი.
დაილოცოს დედაენის შემოქმედი



მარიამ ვეშაპიძე-დიახ, ცხრათვალა მზითა და ფრინველთა ჭიკჭიკითაა გამთბარი ჩემი ტკბილი დედაენა, საიდანაც თავს იწონებს მზის სხივთა კონა, გედის სილამაზე, ბულბულის ხმა, ვარდის სურნელება და თაფლის სიტკბო.

ნიკოლოზ ორთოიძე-ქართლის ცხოვრების თანახმად ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა თანამედროვე ქართულ ამბავს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. სწორედ, ამ 33 ასო-ბგერაზე
,,დედაენას ადგენს თურმე ერთი დიდი ძია,
იმ გულკეთილს ,ყოვლისშემძლეს იაკობი ჰქვია.“

ნინი-დიახ, ჩვენი უკვდავი დედაენის შემქმნელი სულკურთხეული იაკობია. იაკობ გოგებაშვილი გენიოსი იყო . იაკობს სიცოცხლეშივე უწოდებდნენ ხალხის დიდ აღმზრდელს, მამასა და მასწავლებელს.

მარიამ ჩიტაძე-
დედაენა სიბრძნის წიგნი
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო
აი ია, აი თითი,
აი, მთელი სამყარო.

ვეშაპიძე-დედაენა სიბრძნის კონა
მზის სხივებით დართული
დაშაქრული, დათაფლული
დედაენა ქართული.


მარიამ ავეტისოვი
აუწონელი და ფასდაუდებელი განძი დევს დედაენაში, ამ პატარა წიგნში. ჩემი აზრით, ყველა ქართველი მოვალეა მუხლი მოიყაროს დედაენის წინაშე და იღაღადოს:-გმადლობ, დედაენავ, გმადლობ!

თამარ-დედაენა ერთია ,დედაენა ღმერთია,
დედაენის შვილია, რუსთაველი, ილია,
ტატო, გალაკტიონი, მისი გამოზრდილია
დედაენა მშობელი დედასავით ტკბილია

სანდრო-დედაენა ვინც გაგცვალა
მან დედასაც უღალატა
მან მამასაც უღალატა
დედულ-მამულს უღალატა
ერთი სიტყვით საქართველოს,
ქართველობას უღალატა.

ანამარია-სანამდე აქვს ენა ქართველს
მანამ ვიტყვი ცოცხლობს ერი
დედაენას ნუ წამართმევთ
და თუნდ ენა ამომჭერით

ანა-
, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან..




სიმღერა--ეს ლამაზი მთები

გეგა-სიტყვას მკაფიოდ წარმოვთქვამთ,
ანბანში ხუთი ხმოვანი,
ენაა მუსიკალური,
მდიდარი, ჰაეროვანი.
როგორც ვწერთ ისე ვკითხულობთ
ბევრ ენას რომ არ სჩვევია
ლამაზი ენა ქართული
ღმერთს ჩვენთვის აურჩევია.

გიორგი-ვიამაყოთ და დავიცვათ
რომ მას სიწმინდე ამკობდეს
ღმერთს ისე მოსწონებოდეს
ქართულად ლაპარაკობდეს
ლამაზ ხალხს ლამაზი ენა
დასაბამიდან გვქონია
ვინც კი ქართულად საუბრობს
ყველა ლამაზი მგონია.

ელენე-რა მხარეა, ყვავილებით სულ რომ გადაჩითულია?
რა მხარეა, ლურჯი მთები სულ რომ ცამდე აწვდილია?
რა მხარეა, სადაც ნისლი მოფარფატე მანდილია?
რა მხარეა, მინდორ-ველი სულ რომ გადანამულია?
საყვარელი სამშობლოა, საყვარელი მამულია!


თამარ-მართლაც ბედნიერები ვართ იმით, რომ გვაქვს ედემის ბაღად ქცეული მამული, გვაქვს უძველესი მშობლიური ქართული ენა, დამწერლობა და ანბანი.

ლიზი-მე ჩემს ენაზე რომ ვმღერი,
გულში მეღვრება ნათელი
ქართველს მაქვს ენა ქართული
მიტომაც მქვია ქართველი

ვიკა-ჩემი თვალის სინათლეა
ჩემი გულის ძგერა
მე სიცოცხლეს შეველევი
ჩემს ტკბილ ენას ვერა..

მათე-რა სიბრძნე გქონია რა გულის შუქი
ეს რა უკვდავი წიგნი გვიძღვენი
მისით ვიგრძენით სინათლე უხვი
ერის დიდება მისით ვიგრძენით
ჩვენს გულში შენით ამოცისკარდა
სოსელოს ლექსი ჩრდილუკარები
გაფრინდა ჩიტი ოქროსნისკარტა
და სიყვარულის გახსნა კარები
ჩვენს ბავშვობას რომ სინათლეს ფენდი
დღეს შვილთა შენთა ლამპრად კიაფობ
მადლობა შენდა !
მადლობა შენდა!
მადლობა შენდა!
დიდო იაკობ!

სიმღერა--ანი, ბანი, განი

(პანი-პეპელა
ჩანი-ჩაიდანი
ჭანი-ჭიამაია
ბანი-ბაყაყი
ყანი-ყაყაჩო
სანი-სოკო
განი-გვირილა
თანი-თევზი
სწავლა-კითხვა ჰერიჰერი
კითხვა სულ არ არის ძნელი
ჰერი ჰერი ჰერი ჰერი
სულ არ ვარის კითხვა ძნელი.)
ანი ბანი განი




ყველა--როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრება ისე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის
და ყველაფერი კარგად იქნება.


ასე მომავლის დიდი იმედით მინდა მოგილოცოთ პირველი კლასის დამთავრება და გადმოგცეთ პირველი კლასის დამამთავრებელი დამადასტურებელი დიპლომები და გისურვოთ შემდგომი წარმატებები, ჩვენ ერთად დავიპყრობთ მწვერვალებს . 










Комментариев нет:

Отправить комментарий